12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა!
მცენარეთა სიჯანსაღე სურსათის უვნებლობის და უსაფრთხოების საფუძველია.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების 40 პროცენტს მცენარეთა მავნებლები აზიანებენ, რაც აფერხებს სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
მავნებლების გავრცელების პრევენციის და მართვის პროცესში პესტიციდები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუმცა მათი გადაჭარბებული გამოყენება და არასწორი მართვა კვლავაც გლობალურ გამოწვევად რჩება.
საქართველოში რეგისტრირებულია და გამოიყენება ევროკავშირსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში დაშვებული პესტიციდები.
პესტიციდების ხარისხის კონტროლის მიზნით, ყოველწლიურად მოწმდება ქვეყანაში არსებული 600-მდე სპეციალიზებული ობიექტი.
სურსათში პესტიციდების ნარჩენების გამოვლენის მიზნით, ყოველწლიურად, 400- მდე ნიმუშის გამოკვლევა ხდება.
ბოლო წლებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა არ ფიქსირდება.
