11 აპრილს აბიტურიენტების კითხვებს ქიმიისა და ბიოლოგიის ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 11 აპრილს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება. გამოსაცდელების კითხვებს ამომწურავად, ამჯერად, ქიმიისა და ბიოლოგიის ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ. გია ხატისაშვილი და აივენგო შათირიშვილი გამოსაცდელებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ტესტის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე მისცემენ მათ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობისას.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხილეთ ბმული.
შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე მომდევნო კვირას გამოქვეყნდება.