პატიმრების ცემის ვიდეოგადაღება ახალაიას, სააკაშვილის და სხვების დავალებით ხდებოდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი დავალება ნამდვილად შესრულებული იყო-ლევან ტერაშვილი
„ახალაიაც, მიშა სააკაშვილიც და მთელი ეგ ხროვაა ავალებდა, რომ ენახათ ეს ყველაფერი, მართლა ხდებოდა ის თუ არა, რასაც ეგენი ავალებდნენ, რომ ეცემათ პატიმრები, დაეშინებინათ და გაენადგურებინათ ქართველი ერი და შიში დაენერგათ. ამის ფაქტები (უნდოდათ), მოყოლაზე ვის დაუჯერებდნენ. ბედუკაძეს დაუჯერებდნენ? არ დაუჯერებდნენ. თვითონაც იღებდა ეგ კაცი მონაწილეობას იმ სიბინძურეში, მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი“, – „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, „ქართული პარტიის“ ყოფილმა წევრმა ლევან ტერაშვილმა ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.