მეორე სემესტრი 15 იანვრიდან იწყება – სასწავლო კალენდარი
მეორე სემესტრი 15 იანვრიდან იწყება – სასწავლო კალენდარი განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, მეორე სემესტრის საგანმანათლებლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება და 15 ივნისამდე გაგრძელდება.
საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილია 9–13 აპრილს.
მეორე სემესტრში ოფიციალური დასვენების დღეებია:
19 იანვარი – ნათლისღება
3 მარტი – დედის დღე
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
9 მაისი – გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის დღე
17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი – 27 მაისს დაასრულებს სწავლას.