⚠️ სენაკში კაფე-რესტორან „კოლხეთში“ კრიტიკული შეუსაბამობები მეორედ გამოვლინდა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეაჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჯგუფური დაავადების და ლაბორატორიულად დადასტურებული სალმონელოზის შემთხვევის შესახებ. აღნიშნული შემთხვევა უკავშირდება ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას, რომლის სუფრაზე წარმოდგენილი საკვები მომზადებული იყო ქ. სენაკში მდებარე კაფე-რესტორან „კოლხეთში“ (რუსთაველის გამზ. N176).

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგად სამზარეულოში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

‼️ აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევა მიმდინარე წელს უკვე მეორედ გამოვლინდა:

  • პირველად, მარტში, ინსპექტირების შედეგად, ობიექტს შეჩერებული ჰქონდა საწარმოო პროცესი, რომელიც მოგვიანებით აღდგა შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ.
  • განმეორებით გამოვლენილი დარღვევის გამო, სააგენტომ უფრო მკაცრი ზომები მიიღო.

🔹 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით
🔹 საწარმოო პროცესი შეჩერდა, ვიდრე არ აღმოიფხვრება ყველა დარღვევა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორს დაავალა:

📢 სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა ბიზნესოპერატორს, ზედმიწევნით დაიცვან სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტები, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მომხმარებლის უსაფრთხოება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading