მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჯანდარის დასახლებაში სამი ქუჩის — 9 აპრილის, ჯანდარისა და 9 ძმის ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერმა დაურ ისმალოვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა რიჩარდ გიგანმა და ვასილ ხახულაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.


პროექტის ფარგლებში ჯამში 3 700 გრძივი მეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, საგზაო ნიშნების მონტაჟსა და გზის მონიშვნას.
პროექტის საერთო ღირებულება 1 580 000 ლარია და ის სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მუნიციპალიტეტში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.