მარნეულელმა მოკრივეებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა:

ანრი ნავერიანი – პირველი ადგილი (80 კგ);
ნიკა ბერაძე – პირველი ადგილი (65 კგ);
ცოტნე ტალახაძე – მესამე ადგილი (90 კგ).
მოკრივეების პირადი მწვრთნელია დავით ნავერიანი.