⚖️ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ როგორც აღკვეთის ღონისძიება. ისინი უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებაში არიან ბრალდებულები.
📌 პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მშობლების დახმარებით ლეგალიზაცია გაუკეთა:
- 2 944 957 აშშ დოლარის
- და 1 097 187 ლარის ოდენობის დანაშაულებრივ გზით მოპოვებულ აქტივებს.
🛂 ბაჩიაშვილის მშობლები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან.