,,ჯერ უნდა იუზ­რდე­ლოს, იპ­რო­ვო­კა­ტო­როს, “იძ­ველ­ბი­ჭოს“ და ამა­ზე პა­სუხს თუ მი­ი­ღებს, პას­ტა და ფურ­ცე­ლი არ გა­აგ­დოს პო­ლი­ცი­ა­ში ხე­ლი­დან”-მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე

“ნა­ცის “ბლა­ტა­ო­ბა“, პირ­და­პირ ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა: ჯერ უნდა იუზ­რდე­ლოს, მერე უნდა იპ­რო­ვო­კა­ტო­როს და იძ­ველ­ბი­ჭოს თან, ნაც­მა, რომ­ლე­ბის 80%-ზე მეტი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­დან თავს ვერ ყოფ­დნენ თა­ვის დრო­ზე, იძ­ველ­ბი­ჭოს, იგი­ნოს, დედა იგი­ნოს და ყურს შე­აჩ­ვი­ოს ეს დე­დის გი­ნე­ბა, თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია ქარ­თვე­ლის­თვის და მერე ამა­ზე პა­სუხს თუ მი­ი­ღებს, ამის შემ­დეგ პას­ტა და ფურ­ცე­ლი არ გა­აგ­დოს პო­ლი­ცი­ა­ში ხე­ლი­დან და მერე, როცა მიხ­ვდე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც მარ­თლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, იმი­ტომ რომ ისი­ნი სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რე­ა­გი­რე­ბის ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და აბუ და­ბის პო­ლი­ცი­ამ ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, მერე უკვე ეს ამ­ბა­ვი და მთე­ლი სიმ­ძი­მის ცენ­ტრი, თა­ვი­სი სა­ჩივ­რის თუ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­ი­ტა­ნოს ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც ამ დე­პუ­ტა­ტებს მხა­რი და­უ­ჭი­რა და ის ადა­მი­ა­ნია ახლა და­კა­ვე­ბუ­ლი და მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ან არ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მი­დის სა­უ­ბა­რი წარ­მო­იდ­გი­ნეთ. ანუ ინ­ტრი­გა­ნო­ბა, პრო­ვო­კა­ტო­რო­ბა, მერე ძველ­ბი­ჭო­ბა და მერე ჩი­ვი­ლი, რა­ნა­ი­რი ქარ­თუ­ლია? რაში ჯდე­ბა? ეს არის ნაცი პრო­ვო­კა­ტო­რის ქცე­ვის წესი“, –  ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ცი­დენტს, რა დრო­საც აბუ-და­ბი­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და გელა სამ­ხა­რა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading