,,ჯერ კიდევ 20-იან წლებში, როცა ჯავახიშვილი მოიშორეს, მოიყვანეს ვინმე ღლონტი და მერე დაიწყო უნივერსიტეტის ნგრევა”-გიორგი გოგოლაშვილი

„არის ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტი. ბერიას წერილი არის, რომელიც არქივიდან ამოიღე. უნივერსიტეტის 10 წლის თავზე, შინსახკომის [შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი] უროსი ზემდგომ ორგანოებს წერს, რომ საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას ქართული უნივერსიტეტი იმიტომ, რომ სტუდენტები განწყობილი არიან ჩვენს საწინააღმდეგოდ; რომ ივანე ჯავახიშვილი კერპია. ისინი ივანე ჯავახიშვილის სიტყვას ისმენენ და ჰყვება იმ ამბავს, რომ საიუბილეო სხდომაზე ფილიპე მახარაძის შემოსვლა არავის აღუნიშნავს და ჯავახიშვილის ხსენებაზე დაინგრა დარბაზი. ეს ჩვენ გვაფრთხილებს, რომ ეს უნივერსიტეტი, როგორც საფრთხე უნდა გავანეიტრალოთ. დაახლოებით, ეს არის ბერიას მაშინდელი [წერილი] და დაიწყო კიდევაც შეტევა 30-35 წლებში, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ის, სამწუხაროდ, რაც შეძლო ამ [„ნაციონალური მოძრაობის“] ხელისუფლებამ უნივერსიტეტის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading