ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკი) ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლო ორგანოსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს კანონების – „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ აღსრულების კონტროლის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მოახსენა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბუნებრივი კვების პოპულარიზაციაზე, ბავშვთა კვების უსაფრთხოებასა და შვილად და მინდობით აღზრდის საკითხებზე.

კომიტეტი, პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლს მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading