ხონში ავარიის შედეგად კაცი გარდაიცვალა – მძღოლი დაკავებულია
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულმა სამმართველომ დააკავა ზ.ს., 1977 წელს დაბადებული, ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლე მოსპო (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 7 წლამდე პატიმრობა).
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ხონში, ბრალდებულმა მსუბუქი ავტომობილით ჯერ ბეტონის ბორდიურს, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე ი.ყ.-ს (1959 წელს დაბადებული) შეეჯახა. ავარიის შედეგად ორივე დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ი.ყ. გარდაიცვალა.
გამოძიება მიმდინარეობს.