,,ხელისუფლება მოქალაქეების პირად ცხოვრებაში არ ერევა, მათი უფლებები კონსტიტუციით დაცულია, თუმცა, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია”-კახა კალაძე

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, რომელიც დაცულია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ვისაც რა უნდა, ვისთან უნდა, როგორ უნდა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ იყო აღნიშნული კანონი მიღებული ჩვენი მხრიდან. ის არ არის ვინმეს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, არ ვასხვავებთ ადამიანებს სარწმუნოების მიხედვით, არ ვყოფთ, ეს მისი პირადი ცხოვრებაა, ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მაგრამ ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია.

თქვენ თუ ნახავთ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციაც პირდაპირ ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას და პოლიტიკას ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს დამოკიდებულებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading