ხანძარი კალიფორნიაში
კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა. ძლიერი ხანძარი ლოს-ანჯელესთან მალიბუსა და სანტა-მონიკას შორის მდებარე დასახლებას პეციფიკ პელისეიდს ანადგურებს. გადამწვარია 200 ჰექტარი ტერიტორია. დაზარალებულ რაიონებში 1200 მეხანძრე მაშველი მუშაობს. სასწრაფო ევაკუაციის მოთხოვნით სამხრეთ კალიფორნიის 300 ათასმა მცხოვრებმა ტერიტორია უკვე დატოვა. შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ტიქიის ზონიდან ევაკუაციას მოქალაქეები საკუთარი ძალებით ცდილობენ, რის გამოც ხანძრის მიმდებარე მაგისტრალებზე საცობები გაჩნდა. CNN-ი წერს, რომ ბევრი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე დაეტოვებინა და გზა ფეხით გაეგრძელებინა. ზოგიერთი ადგილობრივი სტიქიიდან თავის დაღწევას ოკეანის სანაპიროსთან გადასვლით ცდილობს.
კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ხანძრის ახალი, მეექვსე კერა გაჩნდა ლოს-ანჯელესის კიდევ ერთ რაიონში, ჰოლივუდის ბორცვზე.
ხანძრის რაიონებიდან ევაკუირებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი.
ხანძარმა სახლები გაანადგურა პასადენასა და მალიბუშიც. მათ შორის დაიწვა მსახიობის და მომღერლის, პერის ჰილტონის სახლი.
როგორც ამერიკული მედია წერს, ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა. ხანძრის გამო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გადადო.
