ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქუჩების ნაწილი 23 ოქტომბრიდან გადაიკეტება

🚧 მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყებამარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება, რის გამოც კონკრეტული ზონები 23 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე ნაწილობრივ გადაიკეტება.

📍 გადასაკეტი ზონები და ვადები:

  • ზონა 1: სამედ ვურღუნის წრიული → თაყაიშვილის ქუჩა | 23 ოქტ – 3 ნოემბერი
  • ზონა 2: თაყაიშვილი → მაზნიაშვილის ჩასახვევი | 4 – 16 ნოემბერი
  • ზონა 3: მაზნიაშვილი → გამსახურდიას ჩასახვევი | 16 – 27 ნოემბერი
  • ზონა 4: გამსახურდია → ბაზრის წრიული | 28 ნოემბერი – 9 დეკემბერი
  • ზონა 5: ბაზრის წრიული → რუსთაველის ხიდი | 9 – 19 დეკემბერი
  • ზონა 6: რუსთაველის ხიდი → იუსტიციის სახლი | 19 – 30 დეკემბერი

🚗 მოძრაობა ნებადართული იქნება ცალმხრივად – სამედ ვურღუნის წრიულიდან ბაზრის მიმართულებით.

👷 პროექტს ახორციელებს კომპანია „ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენი“, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით.

📣 მარნეულის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading