წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 𝟮𝟬𝟮𝟱 წლის იანვრიდან 𝟮𝟬𝟮𝟱 წლის 1 დეკემბრამდე განხორციელდება
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი.
საქართველოს თავდაცვის კოდექსის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა შერჩევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები და ანაზღაურება:
საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვის ვადით – 𝟳𝟲𝟱 ლარის ოდენობით.
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვის ვადით – 𝟲𝟯𝟱 ლარის ოდენობით;
უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვის ვადით სერჟანტებისათვის – 𝟭𝟮𝟳𝟱 ლარის, ხოლო ოფიცრებისთვის – 𝟭𝟱𝟯𝟬 ლარის ოდენობით. 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები ჩაირიცხებიან რეზერვში.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
