ძველ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 2007 წელს დაბადებული ს.ჟ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹ 137-ე, 11¹ 151-ე, 11¹ 187-ე, 144¹ ტერცია და 126¹ პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.