„ძალიან მტკიცედ გვაქვს ქართველებს – რას ნიშნავს ჩვენთვის ოჯახი, ენა, მამული, სარწმუნოება”-მიხეილ ყაველაშვილი
„ძალიან მტკიცედ გვაქვს ქართველებს – რას ნიშნავს ჩვენთვის ოჯახი, ენა, მამული, სარწმუნოება- ეს ჩვენი დიდი საუნჯე, რომელიც დიდმა ილიამ დაგვიტოვა და რაზეც უნდა ვიყოთ დაფუძნებული, ამის გარეშე არ არსებობს ჩვენი ერი და არ შეიძლება, არსებობდეს. ეს საუნჯე არის გასაფრთხილებელი იმ გამოწვევებში, რომლებიც ამ გლობალურმა იდეოლოგიამ შემოიტანა. როცა ვამბობთ, ვინ ვართ, ჩვენი იდენტობა რას წარმოადგენს, საიდან მოდის, რა არის ჩვენი ხასიათი, ამაზე გვქონდეს აქცენტი, ეს დავიცვათ და ეს წარმოვაჩინოთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.