ცვლილებები „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის წესში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეცვალა წესები „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ახლა, თუ კონკრეტული მომსახურება დეფიციტური არ არის და მომსახურების მიმწოდებელს მიუთითებული აქვს შეუვსებელი ადგილები, რეგისტრაცია სპეციალური წესით განხორციელდება. რეგისტრაციის მიღების პირობად ითვლება არა მხოლოდ მინიმალური სტანდარტების დაცვა, არამედ მომსახურების არსებითად ახალი ან გაუმჯობესებული პირობების შეთავაზება, რაც დადებითად აისახება ბენეფიციართა მდგომარეობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ მონიტორინგი მუდმივი იქნება. რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმდება. ცვლილებები ასევე შეეხება რეგისტრირებული ადგილების ლიმიტების გაზრდას.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ახალი მიდგომით პრიორიტეტი მიენიჭება ხარისხიან მომსახურებას, კონკურენცია იზრდება, ხოლო ბენეფიციართა მომსახურების ხარისხი უმჯობესდება. სერვისის მიმწოდებლებთან ინფორმაციული შეხვედრები უწყვეტ რეჟიმში იმართება.