ცესკოში 2025 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც სამოქმედო გეგმით არის განსაზღვრული და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების ადმინისტრირებას შეუწყობს ხელს.
2025 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად შემუშავდა, რომელიც შემდეგ სამ ძირითადი პრიორიტეტს მოიცავს – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება; ინსტიტუციური გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia



