ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეებს არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში შეკრებილ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელოვან როლს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში და დაანახვა მონაწილეებს, თუ რამდენი მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა საარჩევნო პროცესებში.

კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა იმ სხვადასხვა აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მათ ჩართულობის გაზრდის მიზნით.
