“ჩინარი” სურვილების ჩაფიქრების დღე
“ჩინარი” სურვილების ჩაფიქრების დღემარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში მდებარეობს მრავალსაუკუნოვანი ხე, რომელსაც ადგილობრივები „ჩინარს“ უწოდებენ
ეს ხე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან მასთან დაკავშირებულია ნატვრის ჩაფიქრების ტრადიცია, რომელიც დღემდე გრძელდება.
ყოველწლიურად, 22 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა და სტუმრები იკრიბებიან „ჩინართან“ სურვილების ჩასაფიქრებლად. მათ სჯერათ, რომ ამ ხესთან ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ასრულდება. სურვილის ჩასაფიქრებლად, ადამიანები ყიდულობენ წითელ ლენტებს და ხის ტოტებზე აბამენ. ვისაც სურვილი უკვე შეუსრულდა, ისინი ტრადიციული მუსიკის ფონზე ცეკვავენ, რითაც გამოხატავენ მადლიერებას.