,,ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ კომისიის მუშაობა იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რაშიც ამომრჩეველმა მხარი დაგვიჭირა”-თენგიზ შარმანაშვილი
„კომისია შეზღუდული არ არის, ის იმუშავებს მთელს ინფორმაციაზე და მოხდება ამ ინფორმაციის ანალიზი, დამუშავება და ორივე მიმართულებით, როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიმართულებით იქნება გადადგმული შემდგომი ნაბიჯები.
ეს სიახლე არ არის. ამას ჩვენ არჩევნებამდე ვაცხადებდით. ეს ჩვენმა ამომრჩეველმა იცოდა, რომ ამის გაკეთებას ვაპირებდით და ჩვენ მოგვცა უმრავლესობამ ხმა. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ კომისიის მუშაობა იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი, რაშიც ამომრჩეველმა მხარი დაგვიჭირა. ასე, რომ ამ საკითხში მარტო არ ვართ!“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.