,,ჩვენი დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე, გავეცნოთ კონკრეტულ მიდგომებს მსოფლიო ლიდერების უშუალო მონაწილეობით”-ანრი ოხანაშვილი
„ეს შესაძლებლობას გვაძლევს კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე საუბრისთვის. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ისევე როგორც გათვალისწინებულია ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით სხვადასხვა შეხვედრები. ჩვენი დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე, გავეცნოთ კონკრეტულ მიდგომებს მსოფლიო ლიდერების უშუალო მონაწილეობით. ჩვენ შევეხებით ასევე ისეთ თემებს, რაც საქართველოსთვის აქტუალურია, როგორიც არის ციფრული მმართველობა, ტექნოლოგიური ინოვაციები, კიბერუსაფრთხოების სფერო, რომელიც მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.