,,გვაქვს მიზანი, მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკული სუვერენიტეტის დაცვას. შესაბამისად, ამერიკული კანონით ჩვენ დავიცავთ ქართულ სუვერენიტეტს“- არჩილ გორდულაძე
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გარედან ჩარევებზე და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული დონორები, სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას აფინანსებენ, მათ შორის, აფინანსებენ მოლოტოვის სროლის კამპანიას, რომ თითქოს, ეს არის დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალი, მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად, დანიიდან, პირდაპირ ფინანსდება ე.წ. ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური აქტივობები წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ, როდესაც კონკრეტული შვედი დიპლომატი, ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ეთერში მოუწოდებს ხალხს, რომ საქართველოში ახალი მაიდანი იყოს მოწყობილი და ამ ყველაფერზე არანაირი განცხადება არ კეთდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვიჩენს ვარაუდს, რომ ზუსტად დონორების ინტერესშია, რომ ეს ქმედებები ჩვენს ქვეყანაში იყოს დაფინანსებული და შესაბამისად, განხორციელებულიც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამჭვირვალობის კანონი არსებობდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ USAID-თან და NED-თან დაკავშირებული სკანდალები, რომელიც აშშ-ში ტრიალებს, თავისი ასახვა პოვოს ჩვენს ქვეყანაშიც და არა მხოლოდ ჩვენი განცხადებები არის თითოეულ დონორთან თუ დაფინანსებულ ქმედებებთან დაკავშირებით – ეს ყველაფერი, მათ შორის, აშშ-ში არის ახლა ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული და როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები, ჩვენც გვაქვს ანალოგიურად ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულება და შესაძლებლობაც. ზუსტად ამიტომ გვაქვს მიზანი, მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკული სუვერენიტეტის დაცვას. შესაბამისად, ამერიკული კანონით ჩვენ დავიცავთ ქართულ სუვერენიტეტს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.