,,ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში”-ნინო წილოსანი
,,რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მოხარული ვარ, რომ სტიქიის ზონაში, გურიაში ამ მომენტშიც იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში უდგას. იმედი მაქვს მალე გავუმკლავდებით მოცემულ მდგომარეობას .
გურიაში ყველაზე მწვავე, თუმცა სხვა რეგიონებშიც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა დიდთოვლობის გამო. მინდა ჩემი საქართველოს ყველა კუთხეს მოგმართოთ, გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ყველა თქვენს გვერდით ვართ. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით .”-წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი