შსს-მ საქართველოდან უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან 13 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გააძევეს თურქმენეთის, ირანის, კუბის, თურქეთის, ტაილანდისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

📊 აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოდან ჯამში 1311 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.

⚖️ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს საიმიგრაციო კონტროლს და საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გამოვლენას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading