შსს-მ საგზაო უსაფრთხოების გამკაცრებაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და ავარიების პრევენციას ისახავს მიზნად.

📌 მთავარი ცვლილებები:

მანევრირების წესების დარღვევა – ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე, ქულები მცირდება 20 ქულით;
სიჩქარის გადაჭარბება (15-40 კმ/სთ) – ჯარიმა იზრდება 50-დან 100 ლარამდე;
უსაფრთხოების ღვედი – ჯარიმა იზრდება 50 ლარამდე, ქულები მცირდება 10 ქულით;
მობილურით სარგებლობა ავტომობილის მართვისას – ჯარიმა 50 ლარი;
დგომა-გაჩერების წესების დარღვევა – ჯარიმა 50 ლარი გახდება თბილისთან ერთად ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავს, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში და კურორტებზე;
BUS LANE-ის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა – ახალი სამართალდარღვევა, ჯარიმა 200 ლარი;
ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება/დგომა – ახალი სამართალდარღვევა, ჯარიმა 100 ლარი + საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის ევაკუაცია.

📍 ცვლილებები გამოწვეულია ქვეყანაში მზარდი ავტოპარკით, მობილობითა და საგზაო შემთხვევების მაღალი სტატისტიკით, რაც სახელმწიფოს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ავალდებულებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading