შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით არ იმუშავებს.

უწყების ინფორმაციით:

  • პირებს, რომელთაც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის (მოედანი) 30-ე დღე აღნიშნულ პერიოდში უწევდათ, გამოცდაზე გასვლის ვადა გადაეწევათ 14-18 აპრილამდე;
  • სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების შენახვის/დაჯავშნის ვადა გაუხანგრძლივდებათ 14 აპრილამდე;
  • იმ პირებს, ვისაც განბაჟების ბოლო ვადა ამ პერიოდში ეწურებოდათ, სანქციები არ დაეკისრებათ და ვადა 14 აპრილამდე გადაიწევს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading