შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა

ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მსჯავრდებულები ტრადიციულად წირვა-ლოცვით შეხვდნენ.

პენიტენციური დაწესებულებების ყველა მოქმედ ტაძარსა და სამლოცველოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან სანთლები, ტკბილეული და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.- ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading