შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შოთა გეწაძემ, შეხვედრა გამართა შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო პალატის (Joint Chamber of Commerce – JCC) წევრებთან და პარტნიორებთან

შეხვედრის თემა გახლდათ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, ენერგიის, მოწინავე წარმოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებითაც.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ახლად დაფუძნებული საერთაშორისო ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომპანია LeverX-ის წარმომადგენელმა, რომელმაც განაცხადა, რომ მათ მიერ დაქირავებული საერთაშორისო კვლევითი კომპანიის დასკვნის თანახმად, საქართველოში არსებული საგადასახადო, ეკონომიკური და ფინანსური სისტემები, ნაკლები ბიუროკრატია და მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები, სასურველს ხდის ქართულ ბაზარზე შესვლას.

შეხვედრას ესწრებოდა ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, Swiss Global Enterprise-ისა და შვეიცარიული ბიზნესის 10-ზე მეტი წარმომადგენელი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading