შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა დედის დღე მიულოცეს და 14 მარტს, რუსთავის დრამატულ თეატრში, სპექტაკლზე – „რაც არ გერგება“ დაპატიჟეს

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ქალბატონები თაიგულებით დასაჩუქრდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების იმ დედებს, რომლებმაც ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლეს, “კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” ორგანიზებით, თაიგულები და ტკბილეული ადგილზე, მარტყოფის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაეცათ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე – თამარ ხაჩიძემ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა – “ჩვენი საბჭოს მიზანი იყო თქვენთვის ერთი საღამო გაგველამაზებინა და გაგვეხადა განსაკუთრებული. უდიდესი პატივისცემა ჩვენგან იმ რთულ გზაზე, რომელსაც ღირსეულად გადიხართ. თქვენ, ყველაზე ძლიერ და ლამაზ დედებს, გილოცავთ დედის დღეს”.

ინფორმაციას „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო“  ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading