შევხვდი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ოლჟას ბეკტენოვს
ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე, სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ.
აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლი ამ მიმართულებით. დადებითად შევაფასეთ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას.
ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოვიწვიე.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.