შევეცდები აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება გავაუქმო-დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, NBC-სთვის ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.
”მე არ მინდა ოჯახების დანგრევა, ასე რომ, ერთადერთი გზა, რომ არ დაანგრიო ოჯახი, არის მათი ერთად შენარჩუნება და ყველას უკან დაბრუნება. ჩვენ მთელს ოჯახს ძალიან ჰუმანურად გავაგზავნით იმ ქვეყანაში, სადაც ისინი მოვიდნენ.