შალვა პაპუაშვილმა რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. ჩვენ ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის.
პაპის გამორჩეულმა პიროვნებამ უმაღლესი მორალური პრინციპების მაგალითი მისცა არა მხოლოდ კათოლიკე მორწმუნეებს, არამედ ყველა ქრისტიანს. შეუძლებელია შეფასდეს მისი ღვაწლი, რომელიც ჩვენი სამყაროს უკეთესად გადაქცევას ისახავდა მიზნად.
პაპი ფრანცისკეს სახელს და ხსოვნას მომავალი თაობები ყოველთვის სიყვარულით მოიგონებენ.”-წერს შალვა პაპუაშვილი სამძიმრის წიგნში.




