შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 5-8 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა, ასევე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.