შალვა გოგოლაძე უზბეკეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრს შეხვდა

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შეხვდა უზბეკ კოლეგას, ადხამ იკრამოვს. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

უზბეკეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ კურაშის ევროპის ჩემპიონატსაც, რომელიც 9-15 აპრილს ბათუმში გაიმართება.

უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას საქართველოს სპორტის მინისტრი ტაშკენტში ოლიმპიური სოფლის მშენებლობას გაეცნო და ოლიმპიური და პარალიმპიური დიდების მუზეუმი დაათვალიერა.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading