შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025-2027 წლების გეგმის პროექტის საჯარო კონსულტაციები იწყება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების“ წესის შესაბამისად, ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025-2027 წლების გეგმის პროექტი. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალური ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
გეგმის მიზანია სახელმწიფო უწყებებისა და შავი ზღვის ზონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით სათანადო ღონისძიებების გატარება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2025 წლის 28 აპრილისა შემდეგ ელ.ფოსტებზე: lasha.akhalaia@mepa.gov.ge; mariam.lomadze@mepa.gov.ge.
შავი ზღვის ზონის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 2025 წლის 28 აპრილს, 15:00-დან 17:00 საათამდე, ქალაქ ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში (მისამართი: ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა №102ა).