ყაყაჩოების ველი მარნეული-შულავერის გზაზე

ლბათ ბევრს გინახავთ ყაყაჩოებით მოფენილი მინდორ- ველი, რაც აღტაცებას იწვევს თქვენში.

ათასი ლექსი მიუძღვინიათ პოეტებს, სისხლივით წითელ პაწაწა ყვავილზე. უამრავი ლეგენდა, ზღაპარი, თუ მითია შეთხზული ყაყაჩოებზე.

ზოგი ამბობს, დაღპულ მებრძოლთა სიხლით მორწყულ მიდამოებში ამოდისო, ზოგიც ამტკიცებს იესოს სისხლის წვეთებზე ამოვიდაო.

კრწანისის ყაყაჩოები

სამასი არაგველის ხსოვნას

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

ლადო ასათიანი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading