ქურდობის ბრალდებით შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორს ბრალდება ქურდობის ფაქტზე წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ, 1200 ლარად ღირებულ ოქროს ნივთს.

ბრალდებული 22 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading