ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო კურსს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაივლიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) „ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM)“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო კურსს გერმანიაში, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) გაივლიან.

📌 სასწავლო პროგრამა 8 სექტემბერს დაიწყება, ხოლო სტუდენტების ტრანსპორტირებისა და სწავლის ხარჯებს KIU სრულად ფარავს.

🎓 სასწავლო კურსი მოიცავს ტექნიკურ და ონლაინ კომუნიკაციას, მოლაპარაკებების ტექნიკას, ლიდერობასა და რეალურ სამუშაო გარემოზე მორგებულ პრაქტიკულ აქტივობებს.
ლექციებს გაუძღვება ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი ლუის სეკო, ასევე ჩართულნი არიან პროფესორები რუდი ზაგსტი და კრისტიან შმიტი.

FIM პროგრამა ინტერიდისციპლინურია და აერთიანებს ციფრულ ფინანსებს, მენეჯმენტს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და მათემატიკას. იგი ხორციელდება KIU-სა და TUM-ის პარტნიორობით და მასში მონაწილეობენ საერთაშორისო დონის პროფესორები.

📍 აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ FIM სტუდენტები ასევე იმყოფებოდნენ ჩინეთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს „Sustainable AI“ საზაფხულო სკოლაში და HUAWEI-ის პროგრამაში „Seeds for the Future“.


📚 KIU აქტიურად აძლიერებს სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading