ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების ხარისხი იზრდება – აეროპორტი ახალ ტექნიკასა და სერვისებზე გადადის

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა და საჰაერო ხომალდების მომსახურების გაუმჯობესებაზე მუშაობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფარგლებში, აეროპორტი სრულად აღიჭურვა ოპერირებისათვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკითა და მაღალი ტექნოლოგიების სერვისებით.

ტერმინალის გაშვების ზონაში, მგზავრების შემოწმების პროცესში უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, მეტალოდეტექტორები ჩანაცვლდა უახლესი ტექნოლოგიის „Body scanner“-ებით. მსგავსი სისტემები დაინერგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

აეროპორტის სააეროდრომო სპეცტექნიკის პარკი სრულად განახლდა. შეძენილია:

  • 1 ერთეული ახალი ამბულიფტი,
  • 4 ერთეული ტრაპი,
  • 4 ერთეული ბარგის ლენტური კონვეირი,
  • 1 ერთეული საჰაერო ხომალდის გამწე,
  • 2 ერთეული ძალური აგრეგატი,
  • 3 ერთეული ბარგის გამწე ტრაქტორი,
  • 1 ერთეული ასინიზაციის მანქანა,
  • 1 ერთეული ჰაერით გამშვები აგრეგატი.

ინვესტიციის საერთო მოცულობამ 3,162,392 ლარი შეადგინა.

აეროპორტების გაერთიანება მიზანმიმართულად აგრძელებს სერვისების განახლებასა და დახვეწას, რათა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდეს რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი და ტექნოლოგიურად მოწინავე აეროპორტი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading