ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეხანძრე-მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს გადიან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეხანძრე-მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 32 მეხანძრე-მაშველი თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ერთთვიან გადამზადებას გადის.

მათივე ინფორმაციით, სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 30 საათიანი პროგრამის განმავლობაში, აეროპორტის მეხანძრე-მაშველებს უტარდებათ სპეციალური პრაქტიკული მომზადება, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ხანძრის ქრობის სხვადასხვა ტექნიკა, დაკვამლიანებიდან დაზარალებულის უსაფრთხოდ გამოყვანა და მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლა.

  ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველების გადამზადების პროცესს დღეს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო.

25 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო კურსის ფარგლებში მეხანძრე-მაშველები  ხანძრისა და დაკვამლიანების დროს ადამიანების ძებნასა და დახმარებას, უსაფრთხოების წესების დაცვას და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებას შეისწავლიან. ასევე, დაღვრილი საწვავის სპეციალური ქაფით ჩაქრობას და მაღალი ტემპერატურის პირობებში (600-700OC) ხანძრის ლიკვიდაციას, რაც სპეციალურად მოწყობილ სიმხურვალის ოთახში ჩატარდება. სასწავლო პროგრამა მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და თავიანთი უნარები გაიუმჯობესონ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading