„ქვეყნის წინსვლისათვის, სხვადასხვა პროცესში დიასპორის მაქსიმალურად ინტეგრირების უზრუნველყოფა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“ – პრეზიდენტი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

„თქვენ ხართ საქართველოს სახელმწიფოს ელჩები, რომელთაც ქვეყნის სახელი გაგაქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – გამუდმებით ზრუნავთ საქართველოს ცნობადობის ამაღლების, მისი ისტორიის, მიღწევებისა და ფასეულობების პოპულარიზაციისათვის, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოსაჩენად. მე თავად ვიყავი დიასპორის წარმომადგენელი 18 წელი და ვიცი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საზღვარგარეთ ცხოვრება, როდესაც გყავს ოჯახი, შვილები, რომლებიც განსხვავებულ ენაზე სწავლობენ. განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდები აზიარო ჩვენს ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, მაგრამ მდიდარი ერი ვართ და შეგვწევს ამის ძალა..

ქვეყნის წინსვლისათვის, სხვადასხვა პროცესში, დიასპორის მაქსიმალურად ინტეგრირების უზრუნველყოფა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამუშაო პროცესებში თავადაც აქტიურად ჩაერთვება.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading