ქვემო ქართლში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ახალი პროგრამის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციირებული ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ახალი პროგრამის დეტალებს მიეძღვნა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირები ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ძირითადი მიმართულებები მოიცავს:

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურა – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თავშესაფრის მშენებლობა;
  • მიუსაფარი ცხოველების კონტროლი – იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, ვაქცინაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია;
  • მეპატრონეების პასუხისმგებლობა – პატრონიანი ძაღლების სავალდებულო ჩიპირება, რეგისტრაცია და ვაქცინაცია;
  • პრევენცია – დაავადებების გავრცელების რისკის შემცირება და პოპულაციის რეგულირება რეგიონში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ პროგრამის წარმატებისთვის აუცილებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა. თვითმმართველობების წარმომადგენლებმა განაცხადეს მზადყოფნა პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებასა და ცხოველთა კეთილდღეობის მაღალი სტანდარტების დანერგვას ქვემო ქართლში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading