ქვემო ქართლში შინაური ცხოველების პოპულაციის რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შინაური ბინადარი ცხოველების პოპულაციის რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ინიციატივა, რომელიც რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციასა და ჩიპირებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია შინაური ცხოველების გამრავლების ეფექტური კონტროლი და მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ეტაპობრივი შემცირება.


პროექტის ფარგლებში სამხარეო ადმინისტრაცია და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები აქტიურად ჩაერთვებიან პროგრამის განხორციელებაში. ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას, რათა მოქალაქეებმა შეძლონ უფასო სერვისით სარგებლობა, ასევე, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით იზრუნებს ადგილზე საჭირო ლოგისტიკური და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე.
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

