ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებელი მაღალმთიან სოფელში სამუშაო შეხვედრას მართავს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, რამაზ ბუდაღაშვილთან, ერთად, მაღალმთიან სოფელ საყხენეში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა სოფელში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, ყურადღება გაამახვილეს მოსახლეობის ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მოისმინეს ინიციატივები და განიხილეს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების ეტაპები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივების საჭიროებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტთან კოორდინაციით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები პრობლემების ეტაპობრივად გადასაჭრელად. მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა თითოეული საკითხი რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოგვარდეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading