ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, მოადგილეებთან – იოსებ ალიბეგაშვილთან, ავთანდილ ჭრიკიშვილთან და ნიკა კობახიძესთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
სახელმწიფო რწმუნებული იმ პირებს შეხვდა, რომლებიც სადღესასწაულო დღეებშიც აგრძელებენ სამსახურის შესრულებას და მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. შეხვედრის ფარგლებში მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
ილია ჯალაღანიას განცხადებით, განსაკუთრებულად დასაფასებელია იმ ადამიანების შრომა, რომლებიც დღესასწაულებს ოჯახებისგან მოშორებით ხვდებიან და მოსახლეობის სიმშვიდის სადარაჯოზე დგანან. სახელმწიფო რწმუნებულმა თითოეულ მათგანს მშვიდობიანი მორიგეობა და ბედნიერი ახალი წელი უსურვა.