ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ

ბირთვისის კანიონზე დაწყებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის

განვითარების პროექტი მიზნად ისახავს ტურისტებისთვის მიმზიდველი

, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, ისე რომ მაქსიმალურად

შეინარჩუნოს ბუნებრივი ლანდშაფტი და ისტორიულ-კულტურული

ღირებულებები.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი პლატფორმა, სამი დაკიდებული ხიდი, საქანელა, კოტეჯები და ზიპლაინი. განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს ვია ფერატას მოწყობა — კლდოვან რელიეფზე სპეციალური მარშრუტი ექსტრემალური დასვენების მოყვარულებისთვის, რომელიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პირველად გაჩნდება.

ბირთვისის კანიონზე მიმდინარე პროექტი არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდასაც შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია და გიგა ნამიჭეიშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading