ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ. დააკავეს.

ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები. ხოლო ს.შ. – ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading